"ჩვენ უნდა გავყოთ ქველმოქმედებადა სახელმწიფო დახმარება ერთმანეთისგან. მაგალითად თუ პარლამენტის წვერს უნდა დაეხმაროს და გადასცეს სასურსათო ვაუჩერი სოციალურად დაუცველ ოჯახს ეს ბიუჯეტის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ამიტომ ედპ გამოდის ინიციატივით და სთავაზობს პარლამენტს და ხელისუფლებას სახელმწიფო დახმარების პარალელურად ქველმოქმედების მიზნით რეგულარულად გარკვეული თანხა ხელფასიდან გადარიცხოს სპეციალურ ფონდში' - აღნიშნა ჩახვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ უწმინდესის თანხმობა იქნება ეს ფონდი შესაძლებელია იყოს პატრიარქის ფონდი, რომლის მეშვეობითაც ეპარქიაში შემავალი ეკლესიები დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ფენებს.
"ჩვენი აზრით საპატრიარქოს ფონდის ქველმოქმედებისთვის გამოყენება უკეთესი იქნება, რადგან მოსახლეობაში პატრიარქისადმი ნდობა მაღალია და აღარ გაჩნდება კითხვება გადარიცხული ფული სად წავიდა და რას მოხმარდა" - აცხადებს ჩახვაძე.