ევროპა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისთვის მზად არ არის.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ევროპარლამენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა სანქციებზე მსჯელობის შეფასებისას აღნიშნა.
"მიუხედავად ცალკეული დეპუტატების ან ჯგუფების მოწოდებებისა, დღეს პოლიტიკური კონიუქტურაა მთელს მსოფლიოსა და ევროპაში, რომ რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ვინმე რაიმე გადამწვეტ ნაბიჯებს არ გადადგავს", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მკაცრად ექცევა ისეთ ქვეყნებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა რუსეთი მიუხედავად საერთაშორისო რეზოლუციების შესრულებაზე უარის თქმისა, იგი მსოფლიოში მაინც სტრატეგიულ მოთამაშედ რჩება.
"რუსეთი მაინც რუსეთია, რადგან ის ევროკავშირის ენერგომომარაგებაში ძალიან დიდი როლს თამაშობს, რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო გაეროს მიერ მიღებული გადაწვეტილებების განხორციელებაში, რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის კონტექსტში და ავღანეთის ოპერაციების განხორციელებაში. ამიტომ ევროპარლამნტში ხშირად იქნება ასეთი მოწოდებები თუმცა მასზე არანაირი სანქცია არ დაწესდება", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, საკითხი ასევ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არა ერთხელ დამდგარა და განსხვავებით ევროკაშვრისგან, ევროპის საბჭოს ევროსტრუქტურათაგან ერთადერთს აქვს ბერკეტები და მექანიზმი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედების.
"მას შეუძლია რუსეთის დელეგაციის წევრებისთვის ხმის უფლების შეჩრება ან საერთოდ გარიცხვა. მიუხედავად ამისა, ევროსაბჭო დღეს მზად არ არის მსგავსი ნაბიჯების გადადგას", - აღნიშნა თარგამაძემ.