დღეს, პარლამენტში საქართველოში ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფასთან დაკავშირებით სემინარი ჩატარდება.
სემინარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიგი წერეთლის ინიციატივითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" მხარდაჭერით ტარდება.
სემინარის მიზანია საქართველოში ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფა და ამ დარგში სამომავლო ინიციატივებისა და გზამკვლევის შემუშავება.
სემინარზე მოხსენებით წარსდგებიან მოწვეული ექსპერტები ერიკ კარლინი და უილიამ ოლდრიჯი. მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, პარლამენტის ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სფეროს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.