დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდება.
"საგარეო საქმეთა მინისტრი თავის ამერიკელ კოლეგასთან განიხილავს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრს, რეგიონში არსებულ ვითარებას და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ასევე იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები აშშ-ის კონგრესში.