17 თებერვალს, 11:00 საათზე, "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" წარმომადგენლები "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ოფისში პრესკონფერენციას გამართავენ.
"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, ანტონიო გუტერესს, ღია წერილს უგზავნის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ღია წერილს ხელს აწერს შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გაკეთებული განცხადებით, საქართველოში გლუკ-ის წარმომადგენლობამ შელახა და ეჭვქვეშ დააყენა თავისი რეპუტაცია.
"სამოქალაქო საზოგადოება ფიქრობს, რომ მისი როლი საქართველოში მხოლოდ ხელისუფლების უკანონო ქმედებათა გამართლებაშია", - აცხადებენ "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ გლუკ-ის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაში კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესი დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ხელისუფლებას მათი ამ გზით გასახლების უფლება ჰქონდა.