17-18 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის სფეროს სპეციალიტები ისტორიულ ტაო-კლარჯეთში გაემგზავრებიან.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ტაო-კლარჯეთის ექსპედიცია აერთიანებს თბილისსა და ბათუმში აქტიურად მოღვაწე ძეგლთა დამცველ პროფესიულ ექსპერტებს.
ექსპედიციაში გაერთიანებული ძეგლთა დამცველები უშუალოდ შეაფასებენ იშხანისა და ოშკის არქიტექტურული კომპლექსების უმძიმეს მდგომარეობას და პროცესებს, რომელიც ანადგურებს ისტორიულ სიძველეებს.
ექსპედიციის მიზანია ისტორიული ტაო-კლარჯეთის, იქ არსებული უნიკალური სამონასტრო კომპლექსების მნიშვნელობისა და მათი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება.