დღეს, 17 თებერვალს, 13:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, "ევროპის სახლში" ფოტოგამოფენა გაიმართება, რომელსაც ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე გახსნის.
გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ 2010 წელს გამოცხადებული ფოტოკონკურსის შედეგად გამოვლენილ ფოტოებს წარადგენენ.
გამოიფინება სხვადასხვა ფოტოგრაფის მიერ საქართველოში გადაღებული 21 ფოტო. ასევე, 6 კატეგორიაში გამარჯვებულ 6 ფოტოს გამოავლენენ და მათ ავტორებს სიგელებსა და წამახალისებელ ფულად ჯილდოებს გადასცემენ. 21 ფოტოს ავტორს შორის გათამაშდება საგზური ლოპოტაზე.
ფოტოკონკურსში მონაწილეობა 180-მა ავტორმა მიიღო, რომლებმაც 2008 ფოტო წარმოადგინეს.