თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილ კოულ ტომას ალენს ბრალი სამი მუხლით წარედგინა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით შტატებს შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანა.
ფედერალურმა პროკურორმა ჯოსელინ ბალანტაინმა განაცხადა, რომ ალენმა რამდენიმე შტატი გადაკვეთა აშშ-ის პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობის მიზნით.
მისივე თქმით, ალენს სავარაუდოდ ჰქონდა 12-კალიბრიანი თოფი, .38 კალიბრის ნახევრად ავტომატური იარაღი, სამი დანა და სხვა იარაღები.
წინასწარი მოსმენა ხუთშაბათს ჩაინიშნა.
კოულ ტომას ალენი ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის ვახშამზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, ეჭვმიტანილმა 31 წლის კოულ ტომას ალენმა ცეცხლი გახსნა. ის ლოს ანჯელესის მახლობლად, კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორენსში მასწავლებელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მან ოჯახს ელექტრონული ფოსტით მანიფესტი გაუგზავნა, რომელშიც ტრამპის ადმინისტრაციის წევრები სამიზნეებად დაასახელა.