სამხრეთ სუდანში მცირე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 14-ვე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებამ განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაიგზავნა საგამოძიებო ჯგუფი. პირველადი ვერსიით, ავიაკატასტროფა სავარაუდოდ, დაბალმა ხილვადობამ გამოიწბია
თვითმფრინავი ჩამოვარდა დედაქალაქ ჯუბადან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 20 კილომეტრში. ქალაქ იეიდან თვითმფრინავის აფრენიდან დაახლოებით 30 წუთში მასთან კავშირი დაიკარგა.
ბორტზე იმყოფებოდა 14 ადამიანი - პილოტი და 13 მგზავრი, მათ შორის სამხრეთ სუდანის 12 მოქალაქე და 2 კენიელი.
თვითმფრინავი Cessna 208 Caravan-ის ტიპის იყო და მას მართავდა კომპანია CityLink Aviation Ltd.
როგორც მედია აღნიშნავს, სამხრეთ სუდანის საავიაციო ინფრასტრუქტურა არასაკმარისად განვითარებულია და ქვეყანას უსაფრთხოების დაბალი მაჩვენებელი აქვს. ავიაკატასტროფები იქ ხშირია, რაც აიხსნება ან გადატვირთვით, ან ცუდი ამინდით.