მარკ უების ახალმა ფილმმა ადამიან ობობაზე ოფიციალური სახელი მიიღო.
ფილმი ქსელში გამოვა სახელწოდებით "საოცარი ადამიანი ობობა". ფილმში ადამიან ობობას როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი როლი განასახიერა ფილმში "სოციალური ქსელი".
ფილმში ასევე მაყურებელი იხილავს ემა სტოუნს, მარტინ შილს, ფილიპ სეიმურ ჰოფმანს და რის ივანს.
"საოცარი ადამიანი ობობას" 3D ფორმატში იღებენ. ფილმი ეკრანებზე 2012 წლის 3 ივლისს გამოვა.