ესპანეთში დაკავებულ ქართველებს შორის რამდენიმე ქალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონსული ბარსელონაში, პაატა პაპუაშვილი ადასტურებს.
მისი განცხადებით, საკონსულოში დაკავებულთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ შესულა, თუმცა ცნობილია, რომ საქართველოს 14 მოქალაქეს ჯგუფური ძარცვა ედება ბრალად.
"მათ 13-მდე ქურდობა აქვთ ჩადენილი", - აცხადებს პაპუაშვილი.
ესპანურმა ტელეარხებმა უკვე გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ მძარცველებს ნაქურდალი ნივთები საკანალიზაციო მილებსა და სარეცხთან ერთად სარეცხ მანქანაში ჰქონდათ გადამალული.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ძარცვის საკუთარი სქემა ჰქონდათ _ სახლებს ქირაობდნენ, შემდეგ კი გაძარცვულს ტოვებდნენ.
უკვე ცნობილია, რომ დაკავებულთაგან 5-თან საპროცესო გარიგება გაფორმდა, დანარჩენ 10-ს კი წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.
საქართველოს 14 და უკრაინის 1 მოქალაქე ალიკანტეს პროვინციაში გუშინ დაააკავეს.