26 თებერვალს ნანი ბრეგვაძე პეტერბურგში კონცერტს გამართავს. ამის შესახებ "ბალტინფო" კონცერტის ორგანიზატორებზე დაყრდნობით იტყობინება.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ეს შესანიშნავი მომღერალი უკვე ათწლეულებია, რაც მილიონობით მსმენელს ატყვევებს. მისთვის დამახასიათებელია შეუდარებელი ტალანტი, სულიერება, არტისტიზმი და მომხიბვლელობა.
"გიგანტ-ჰოლში" ნანი ბრეგვაძე წარდგება პროგრამით "გულის ხმა". მომღერალი რუსულ რომანებთან ერთად ქართულ სიმღერებსაც შეასრულებს.
შეგახსენებთ, 60-იან წლებში ნანი ბრეგვაძემ პირველმა დაუბრუნა საბჭოთა ესტრადას რუსული და ბოშური რომანსები, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩამკვდარი იყო.