შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მიზეზი 6 თებერვალს, ზანდუკელის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი გახდა.
როგორც შსს-ის განცხადებაშია ნათქვამი, გენერალურ ინსპექციაში ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შს ორგანოებიდან დათხოვნილნი არიან: შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს ორი დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლი.
ამასთან, თანამდებობიდან ჩამოქვეითებულ იქნა შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე. შს სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლს კი სასტიკი საყვედური შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციელებმა ქუჩაში მიმავალი ძმები: ბაქარ და ლაშა ლუტიძეები გააჩერეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, უსაფუძვლოდ დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები