აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, დევნილთა დასაქმებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის საკოორდინაციო-საკონსულტაციო საბჭო დაფუძნდა, რომლის დაფუძნების ინიციატორი აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროა.
საკონსულტაციო საბჭოს მიზანი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული და შედეგებზე ორიენტირებული საქმიანობის ფორმირება იქნება.
აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრის, ნოდარ ჩხარტიშვილის განცხადებით, საბჭო ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესში მოღვაწე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებას.
„ საკოორდინაციო საბჭოს მიზანია კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ახლო მომავალში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს, კერძოდ, არსებობს შემოთავაზებები და ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან პროექტების დასაფინასებლად. ეს თავისთავად გამოიწყვევს სამუშაო ადგილების გაზრდას და ხელს შეუწყობს დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, "- განაცხადა ნოდარ ჩხარტიშვილმა.
ღონისძიებას არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.