25 თებერვალს საზოგადოებრივი გაერთიანება "საქართველო-ჩემი სამშობლო" თბილისში ხოჯალის გენოციდის მე-19 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აღნიშნავს.
ამ ორგანიზაციის ეგიდით, აზერბაიჯანული არასამთავრობო ორგანიზაციები მრგვალ მაგიდას გამართავენ, სადაც სომეხ ნაციონალისტთა მხრიდან აზერბაიჯანლების რბევის შესახებ ფოტოგამოფენა და დოკუმენტური ფილმი იქნება წარმოდგენილი.
როგორც გაერთიანება "საქართველო-ჩემი სამშობლოს" ხელმძღვანელმა ალი ბაბაევმა აღნიშნა, სომეხი ნაციონალისტების მიერ აზერბაიჯანელთა დევნის შესახებ წიგნი ქართულ ენაზეც გამოვა. წიგნში შეიტანენ სომხური "ბაგრამიანის" ბატალიონის მიერ ჩადენილ სისასტიკეს აფხაზეთის ომის დროს. ასევე, სომეხ ნაციონალისტთა მიერ საქართველოს ისტორიისა და ძეგლების ხელყოფას.