პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერის იულია ტიმოშენკოს შესახებ მულტფილმი გადაიღეს. იულია ტიმოშენკო მიიჩნევს, რომ იაპონელებს მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ამასთან, იგი მოხარულიცაა, რომ მულტფილმის ნახვას ბოლოსდაბოლოს მოახერხებს.
"დროის უქონლობის გამო მულტფილმების ცქერის დრო არ მქონდა. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ იაპონელებს პირადად ჩემი და უკრაინის საწინააღმდეგო არაფერი ექნებათ," _განაცხადა ექს-პრემიერმა.
ამასთან, იაპონელებს იულია ტიმოშენკოს არახელსაყრელ გარემოში გამოყვანის საფუძველი ნამდვილად აქვთ. საქმე ისაა, რომ კიოტის ოქმის თანახმად, ტიმოშენკოს მიღებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
შეგახსენებთ, ერთ-ერთმა იაპონურმა სტუდიამ კომედიური მულტფილმის სერიალი გამოუშვა, რომლის გმირების პროტოტიპები რეალური პოლიტიკოსები არიან. მათ შორის, ვლადიმერ პუტინი, ჯორჯ ბუში და სხვები. კადრში იულია ტიმოშენკოც მოხვდა. მულტფილმის სიუჟეტის თანახმად, ეს ცნობილი ადამიანები ძველი იაპონური თამაშის პრინციპის მიხედვით მართავენ ქვეყანას. ომები, სამშვიდობო შეთანხმებები, ეკონომიკური მოლაპარაკებები, კორუფცია, დანაშაული,_ამ ყველაფერს თამაშის წესები განაპირობებს. მულტიპლიკაციური სერიალის მიხედვით, იულია ტიმოშენკო კაზინოში მოგებულ შემოსავლებს პირადად ითვლის.