უკრაინაში, ზაკარპატიის ოლქის ქალაქ უჟგოროდში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლემ თანაკლასელი ცეცხლსასროლი იარაიღიდან გასროლით დაჭრა.
ინფორმაციას უკრაინული მედია პოლიციაზე დაყრდმობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მე-9 კლასის მოსწავლე თანაკლასელებს ემუქრებოდა. არასრულწლოვანმა გაკვეთილის დროს მოულოდნელად ამოიღო პისტოლეტი და ორჯერ გაისროლა — ერთ-ერთი გასროლით მან თავისი თანაკლასელი დაჭრა.
შემთხვევის შემდეგ მოზარდი გაიქცა, თუმცა მოგვიანებით იგი პოლიციამ დააკავა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ექიმების ცნობით, დაჭრილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.