უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია "ტისას" ლიდერი პეტერ მადიარი უნგრეთის პრეზიდენტს შეხვდა. იუწყება ადგილობრივი მედია
პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ტამაშ შუიოკმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მადიარის თქმით, პრეზიდენტი მორალურად არ შეესაბამება ამ თანამდებობას.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პრეზიდენტო ტამაშ შუიოკი მთავრობის ფორმირების შემდეგ უნდა გადადგეს“, - განაცხადა მადიარმა, როდესაც ის პრეზიდენტის სასახლეში მივიდა.
გარდა ამისა, მადიარმა პირობა დადო, რომ აღადგენს კანონის უზენაესობას და პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებაში ყოფნას ორ ოთხწლიან ვადამდე შეზღუდავს. მისი თქმით, ეს ზომა სამუდამოდ წაართმევს მომავალში ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობას ვიქტორ ორბანს.
ასევე მადიარის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა აცნობა, რომ მთავრობის ფორმირებას ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე სთხოვს.
„პრეზიდენტმა მაცნობა, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას მე დამავალებს. ის პარლამენტის პირველ სხდომაზე მთხოვს, რომ პრემიერ-მინისტრი გავხდე და ახალი მთავრობა შევქმნა, როგორც პარტიის ლიდერმა, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა“, - განუცხადა მადიარმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.