აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, ირანთან მოლაპარაკებები „მომდევნო ორი დღის განმავლობაში“ განახლდეს. ამის შესახებ მან New York Post-ს განუცხადა.
„მომდევნო ორ დღეში რაღაც შეიძლება მოხდეს და ჩვენ უფრო მეტად ვიხრებით იმისკენ, რომ იქ [პაკისტანში] წავიდეთ“, - აღნიშნა მან.
ცნობისათვის, გასულ შაბათ-კვირას ისლმაბადში გაიმართა შეხვედრა, რომელშიც სხვებთან ერთად მონაწილეობდნენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, და ირანის პარლამენტის სპიკერი/
მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.