ეგვიპტის მუზეუმიდან და კულტურის სხვა ცენტრებიდან მსოფლიოს რელიქვიების მოპარვის გამო იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრეებსა და კოლექციონრებს გაძლიერებული სიფხიზლისკენ მოუწოდა.
"იმპრორირებული თუ ექსპორტირებული, გასაყიდად გამზადებული ხელოვნების ნიმუშები განსაკუთრებით ინტერნეტში უნდა შეისწავლონ გულდასმით. გამქრალი ექსპონატები კაცობრიობის ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი და ეგვიპტის თვითმყოფადი კულტურის ნაწილია. დაუშვებელია, ისინი უპატიოსნო ხალხის ხელში აღმოჩნდეს, დაზიანდეს ან განადგურდეს,"_აღნიშნა ირინა ბოკოვამ.
ბოკოვას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით იუნესკო მჭიდროდ ითანამშრომლებს საერთაშორისო პარტნიორებსა და ინტერპოლთან.
შეგახსენებთ, ეგვიპტის ხელისუფლების განცხადებით, ეგვიპტის მუზეუმიდან 17 ძვირფასი ნივთი მოიპარეს, მათ შორის, ტუტანხამონის მოოქროვილი ხის ქანდაკება, რომელიც ქალღმერთს უპყრია.