რუსეთის ფედერაციაში ქართული და მოლდოვური წარმოების ღვინოების აკრძალვის შემდეგ და მოსახლეობისთვის ადგილობრივი წარმოების პროდუქცის შეთავაზებას ექსპერტები მოსახლეობის წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას ადარებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.
ორგანიზაციის ახალი მოხსენების მიხედვით, რუსეთში მამაკაცების სიკვდილიანობის ყოველი მეხუთე შემთხვევა სწორედ ალკოჰოლს უკავშირდება.
რუსეთის დუმის დეპუტატი, ეკონომიკური პოლიტიკის და მეწარმეობის კომიტეტის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე ალკოჰოლური პროდუქციის სახელმწიფო რეგულირების საკითხებში მიხაილ ბლინოვი აცხადებს, რომ რუსეთში ხარისხიან ღვინოსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა საგანგაშოა.
2006 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ჯერ საქართველოს, ხოლო მოგვიანებით მოლდოვურ ღვინოებზე ემბარგო დააწესა, რუსეთში ადგილობრივი წარმოების ღვინოს პროდუქციის ბაზარი გაიზარდა. როგორც ირკვევა, მწარმოებლები მომხმარებლებს ფაქტობრივად უხარისხო პროდუციას აწვდიან.
რუსეთის ბაზარზე არსებული ღვინოს პროდუქციის 80% უხარისხო და ფალსიფიცირებულია. ხოლო 20% _ ხარისხიანი პროდუქცია ძირითადად უცხოეთიდანაა იმპორტირებული და მისი შეძენის შესაძლებლობა ყველას არ გააჩნია.
ალკოჰოლური პროდუქციის სახელმწიფო რეგულირების საკითხებში ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარის მიხაილ ბლინოვის განცხადებით, ხარისხიანი ღვინო ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსეთის მოსახლეობის 2 %-თვის.
"ხარისხიან ღვინოებთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში ვითარება სასურველისგან შორსაა", _ აცხადებს ბლინოვი.
დუმის დეპუტატი განმარტავს, რომ რუსეთში არსებულ ღვინის ქარხნებს არ გააჩნიათ საკუთარი ვენახები და ისინი ძირითადად ღვინომასალების გადამუშავებით არიან დაკავებულნი.
მისივე განცხადებით, რუსეთში წარმოებული ღვინოების უმეტესობა ფალსიფიცირებულია.
რაც შეეხება რუსეთის ღვინის ქარხნების მიერ წარმოებულ პორტვეინს, დუმის დეპუტატი ამ ხრივ არსებულ მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს.
"რუსული პორტვეინებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მასობრივი განადგუირების იარაღი", - აცხადებს ბლინოვი.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ფალსიფიკაციის საბაბით ქართული ღვინის დევნა რუსეთმა 2006 წლიდან დაიწყო, რასაც საბოლოოდ კრემლის მხრიდან ქართულ ღვინოზე და მინერალურ წყალზე ემბარგო მოყვა.
2006 წელს ემბარგო ქართული ღვინის გარდა, მოლდოვურსაც შეეხო. თუმცა 2007 წელს რუსეთმა გამონაკლისი დაუშვა და მოლდოვური ღვინო რუსეთის ბაზარზე შეზღუდული რაოდენობით შედის.
2006 წლის შემდეგ ქართული ღვინის ექსპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საქართველოში წარმოებული ღვინის ხარისხი.
"მას შემდეგ რაც რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესა, მას აშშ-სა და ევროპაში თავისუფლების ღვინო უწოდეს. ეს მართლაც არის საქართველოს თავისუფლების, გამძლეობის და გადარჩენის სასმელი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესზე.
კონგრესზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსნა ფაქტი, როცა 2006 წელს რუსეთის მიერ ებარგოს დაწესების შემდეგ პეტერბურგში მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება იმართებოდა, ქართველ ჟურნალისტებს კონტრაბანდული ქართული ღვინით გაუმასპინძლდნენ.