საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით აშშ-ის კონგრესის ცენტრის ექსპერტებმა 80-გვერდიანი დოკუმენტი შეიმუშავეს.
დოკუმენტში საქართველოში არსებული კონფლიქტების გადაჭრის გზებსა და იმ როლზეა საუბარი, რომელიც ამ პროცესში შეერთებული შტატების პოლიტიკამ უნდა შეასრულოს.
"საქართველოს მთავრობა, შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ყველა სხვა სახელმწიფო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ხედავს. მათ მიაჩნიათ, რომ რუსეთმა როგორც "ცეცხლის შეწყვეტის" შეთანმების ხელმომწერმა, ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ეს ჯგუფი არალეგალურად მიიჩნევს რუსეთის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე. მეორე ჯგუფში კი არის რუსეთი აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, ვენესუელასთან, ნიკარაგუასა დ ნაურუსთან ერთად. ამ მოხსენების ავტორები ვამაყობთ, რომ პირველ ჯგუფს მივეკუთვნებით", - განაცხადა აშშ-ის კონგრესის ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა სამუელ შარაპიმ, რომელიც აღნიშნული დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია.
მისივე განმარტებით, საქართველოს კონფლიქტების მოგვარების 80-გვერდიანი გეგმა "პრევენციას და მხარეებს შორის ნდობის აღდგენას გულისხმობს".
"ეს საჭიროა გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად", - განმარტა მან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაზე აშშ-ის კონგრესის ცენტრში გუშინ, იმსჯელეს. აღნიშნული დოკუმენტი პირველად სწორედ იქ განიხილეს.