დღეს, 16 თებერვალს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
კონსულტაციების ფარგლებში ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული საკითხის განზხილვა გაგრძელდება.
დღევანდელ შეხვედრაში სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ბიომეტრიული პასპორტებით ხმის მიცემის იდეა ოპოზიციას ეკუთვნის. მათი განცხადებით, ეს სისტემა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ამომრჩეველთა იდენტიფიცირების პროცესში.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ტრადიციულად ცესკოს შენობაში გაიმართება.