თბილისში შიდსის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ეს საქართველოში შიდსით გარდაცვალების წელს უკვე მეორე შემთხვევაა.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი თვის განმავლობაში დაინფიცირების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სპეციალისტების განმარტებითვე, აღნიშნული ტიპის ვირუსის მატარებელთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა არასაგანგაშოდ.