რუსეთის გაერთიანებული სამოქალაქო ფრონტის ლიდერის გარი კასპაროვის აზრით, ვლადიმერ პუტინის "შესაჩერებლად" საუკეთესო გამოსავალი ევროპის მიერ საერთაშორისო ბანკებში არსებული მისი ანგარიშების დაბლოკვაა.
"როდესაც ევროპელი ლიდერები კითხულობენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ უკონტოლო ადამიანზე (ვლადიმერ პუტინზე) კონტროლის აღსადგენად, ჩემი პასუხი ასეთია: პუტინს დასავლურ ბანკებში აქვს ანგრიშები. ამ ანგარიშენით კი, რუსი ოლიგარქები ევროპაში კომპანიებსა და საფეხბურთო გუნდებს ყიდულობენ. ევროპას შეუძლია სანქციები დაუწესოს რუსეთის პრემიერს ამ ანგარიშებზე და ამით მკაციო მესიჯი გაუგზავნოს მთლიანად რუსეთს", - განაცხადა თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფმა გარი კასპაროვმა "ევროპის სახლში" გამართულ ლექციაზე.
მისივე შეფასებით, პუტინი თავისი არსებობით სიგნალს უგზავნის სხვა დიქტატოტებს იმის შესახებ, რომ აგრესიამ შეიძლება გამარჯვებამდე მიიყვანონ.
"პუტინი არ არის ის ადამიანი, რომელიც ჟურნალ "თაიმსის" ყდაზე უნდა ჩნდებოდეს. როცა პუტინის რეჟიმს ვუყურებ ვხედავ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს. ეს ადამიანი თავისი არსებობით სიგნალს უგზავნის სხვა დიქტატოტებს და ეუბნება, რომ აგრესიამ შეიძლება გამარჯვებამდე მიიყვანონ", - განმარტა კასპაროვმა.
ცნობილი მოჭადრაკე და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში 5 დღით, მეუღლესთან ერთად იმყოფება.