აშშ-ის სპეცდანიშნულების დანაყოფებმა ირანში ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იპოვა და გადაარჩინა.
ინფორმაციას Axios წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, კიდევ ერთი პილოტის ძებნა გრძელდება. ირანი ასევე ეძებს ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟის ორ წევრს და ჯილდოს ჰპირდება მათ, ვინც პილოტებს იპოვის.
ისრაელის ოფიციალური პირის განცხადებით, ისრაელმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა, რათა ხელი არ შეუშალონ აშშ-ის სამძებრო-სამაშველო ოპერაციებს.
ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია პირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით აშშ-მაც დაადასტურა.
მედიის ცნობით, სავარაუდოდ, საუბარია F-15-ის ტიპის გამანადგურებელზე.