სინოდის სხდომა ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე, - ამის შესახებ მეუფე ზენონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ეს იყო 6 - საათიანი სხდომა. ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ [გადაწყვეტილება] იქნება მომავალ სხდომაზე.
ზოგადი საუბარი იყო. არ ჩაითვალა, როგორც სინოდის განსახილველი საკითხი, გადაიდო მომავალ სხდომამდე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ეს არ წარმოადგენს იმპერატიული კატეგორიის საკითხს. კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული როგორ აირჩევს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ავირჩევთ პატრიარქს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.