უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.
ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში კედელი ჩამოინგრა და კაცი ნანგრევებში მოყვა.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.