დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის ლიამ ფოქსის განცხადებით, საქართველომ ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობით დიდ სახელმწიფოებს მაგალითი უჩვენა.
"ზოგიერთმა მცირე ქვეყანამ, რომელიც ჩართულია ავღანეთის ოპერაციაში, უჩვენა მაგალითი სხვა დიდ სახელმწიფოებს, რომლებსაც დავახასიათებდი, როგორც მძინარე გიგანტებს. ამ მცირე ქვეყნებმა, რომელთა შორისაა საქართველო, ესტონეთი და დანია, გამოიჩინეს უპრეცენდენტო თავდადება", - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისივე განმარტებით, გამოჩენილი თავდადების გამო მან მადლობა მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადად გადაუხადა.