უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კონსტანტინე გრიშენკოს საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების გაზიარება სურს.
"საქართველოში, მთელი რიგი რეფორმა წარმატებით განხორციელდა. ორ ქვეყანას შორის პროცესების ტრანსფორმაციას თუ შევადარებთ, საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე სასამართლო, საბაჟო და საგადასახადო სისტემის კუთხით დიდ პროგრესს მიაღწია. უკრაინას ამ რეფორმების გაზიარება სურს", - განაცხადა გრიშენკომ ვაშინგტონში, კარნეგის ცენტრში გამოსვლისას.
რაც შეეხება ზოგადად უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ის "ნორმალური და ძალიან პრგმატულია".
"ეს მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის", - განმარტა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნულ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.