15 თებერვალს შს სამინისტროს შენობაში სისხლის სამართლის რეფორმის პროექტის ფარგლებში შექმნილი პოლიციის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფი რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ იკრიბება, წარმოადგენს ერთგვარ ფორუმს, სადაც განიხილება პოლიციის მიერ მიღწეული პროგრესი რეფორმის განხორციელებაში.
მხარეებმა წარადგინეს მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობის შესახებ და განიხილეს ახალი საჭიროებები და პრიორიტეტები.
სამუშაო ჯგუფი აერთიანებს იმ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ შს სამინისტროსთან სისხლის სამართლის რეფორმით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაში (ევროკავშირის წარმომადგენლოობა საქართველოში; მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია; PH ინტერნატიონალ; ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში).
პროექტის განხორციელების პერიოდია 2008-2014წწ.