ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მთავარ გამოწვევად საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი ჩაიდება. ამის შესახებ პარლამენტარმა გია თორთლაძემ პარლამენტში ეროვნული საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ძირითად მიმართულებები არის დეოკუპაცია, მომავალი საფრთხეები რუსეთის მხრიდან, ეკოსაფრთხეები, დემოგრაფიული საფრთხეები. სულ 7-8 მიმართულებით მოხდება მუშაობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება სტრატეგია და შემდეგ საიდუმლო დოკუმენტი მიიღება", - აღნიშნა თორთლაძემ.
თორთლაძემ იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტის განხილვაში არასაპარლამენტო ოპოზიციაც ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობა პარლამენტში 18 თებერვალს კომიტეტების სხდომებზე დაიწყება.