"ქრისტიან-დემოკრატები" ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ქართული მართმადიდებლური ეკლესიის როლის გამოკვეთილად აღნიშვნას მოითხოვენ.
როგორც დღეს პარლამენტში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, მათ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებები დააყენეს, რომელის ასახვასაც უსაფრთხოების კონცეფციაში ითხოვენ.
"ქრისტიან-დემოკრატებს" უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული წინადადებები, რა უნდა დაზუსტდეს უფრო მეტად და რა არის გამორჩენილი დოკუმენტში. პირველი არის სტრატეგიული ღირებულებები და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. გამოკვეთილად უნდა იყოს აღნიშნული ქართული მართმადიდბელური ეკლესიის როლი საქართველოს ისტორიაში და ტრადიციული კონფენსიების როლი ჩვენი მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებაში", - აღნიშნა თარგამაძემ.
დეპუტატის განმარტებით, ერთ-ერთ პრიორიტეტად და გამოწვევად უნდა დაფიქსირდეს დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის მდგრადობის პრობლემა და ეს განხილული უნდა იყოს როგორც გამოწვევა ქვეყნის უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისთვის.