კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, რომლის ბორტზეც 125 ადამიანი იმყოფებოდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 77 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ Reuters ხელისუფლების წარმომადგენლებე დაყრდნობით იუწყება.
პრეზიდენტ გუსტავო პეტროს ცნობით, ბორტზე მყოფი კიდევ 40-ზე მეტი ადამიანის მდგომარეობა ჯერ გაურკვეველია.
კოლუმბიის საჰაერო ძალების მეთაურმა ფერნანდო სილვამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 114 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა. მისივე თქმით, ხელისუფლება ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებს.