ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო წარმატებები, შეიძლება, შეთანხმების საფუძველი გახდეს, რომლითაც ომის მიზნებს მიაღწევენ.
„პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ისრაელის თავდაცვის ძალებისა და აშშ-ის სამხედროების შედეგების გამოყენება ომის მიზნების შეთანხმებით მისაღწევად - გარიგებით, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს დაიცავს“, – აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
მისი თქმით, ისრაელი „ირანსა და ლიბანში დარტყმებს აგრძელებს“.
„ჩვენ რაკეტებისა და ბირთვულ პროგრამებს ვანადგურებთ. ასევე, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმებს ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განცხადებით, ისრაელი „ყველა გარემოებაში დაიცავს თავის სასიცოცხლო ინტერესებს“.