საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაში პარლამენტის მონაწილეობა და ზედამხედველობა მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ დღეს, გიგა ბოკერიამ პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების პროცესის დაწყების შესახებ გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
"დოკუმენტში არსებითი ცვლილებების შესახებ განხილვები კომიტეტებში დაიწყება და ყველას მიეცემა საშუალება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ ჩვენ ხედვას გაეცნოს", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აუცილებელია შეიქმნას ტრადიცია, რომელიც მსგავსი ტიპის დოკუმენტებზე მუშაობაში საპარლამენტო ზედამხედველობას დაწესებს, ასევე მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები.