თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია ისანში მამულაშვილების ოჯახში იმყოფებოდა, სადაც კომუნალური გადასახადების ერთიანი ქვითრის შემოღება კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ზაზა გაბუნიას თქმით, მამულაშვილების ოჯახი ნათელი მაგალითია, თუ რა მძიმედ აისახება ერთიანი ქვითრის შემოღება მოსახლეობაზე.
"სამწუხაროდ ხელისუფლება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის საზღვრებისა და დარღვეული მთლიანობის გაერთიანება, აერთიანებს კომუნალური გადასახადების ქვითარს და ტოტალური ადმინისტრირებითა და სადამსჯელო მეთოდებით ფულს მოქალაქეების ჯიბიდან იღებს,"_აღნიშბა გაბუნიამ.
საკრებულოს დეპუტატმა, ასევე, მოუწოდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ 2010 წლის 13 დეკემბერს ერთიანი ქვითრის წინააღმდეგ შეტანილი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დააჩქაროს.