ჰოლივუდის დიდების ხეივანში ალეკ ბოლდუინის ვარსკვლავი გაიხსნა. 30 წლიანი სამსახიობო კარიერის მანძილზე ალეკ ბოლდუინმა კინოში მოღვაწეობისთვის ორჯერ დაიმსახურა ემის ჯილდო. მსახიობს "ოქროს გლობუსი" სამჯერ აქვს მიღებული, ხოლო ამერიკული კინომსახიობთა გილდიისგან ხუთი ჯილდოს მფლობელი გახდა.
ბოლდუინი 60-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. ფილმში "ქორწინების ჩვეულება" მისი პარტნიორი კიმ ბესინჯერი იყო.
ალეკ ბოლდუინის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია "მარტივი სირთულეები,", სადაც მსახიობი მთავარი გმირის (მერილ სტრიპის) ყოფილი მეუღლის როლს ასრულებს.
მსახიობი, ასევე, ცხოველთა უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვის. იგი ვეგეტარიანელია და მხარს უჭერს ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას.