საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეიარაღების შეტანა რჩება.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ დღეს, პარლამენტში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობა დაიწყო. აუცილებელი დოკუმენტში განისაზღვროს საფრთხეები, ჩვენს ქვეყანას საიდან ემუქრება. პირველ რიგში კი მა საფრთხედ ოკუპანტი ქვეყანა და ოკუპირებული ტერიტორიები რჩება, სადაც დამატებითი შეიარაღების განლაგება ხდება", - აღნიშნა დავითაიამ.
მისივე შეფასებით, დოკუმენტში ასევე მკაცრად უნდა გაიწეროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებიც.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ხვდებიან. შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე სამუშაო პროცესის დაწყების საკითხებს განიხილავენ.