პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ამ წუთებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წევრები ხვდებიან.
შეხვედრაზე მხარეები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე სამუშაო პროცესის დაწყების საკითხებს განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განხილვა კომიტეტების და ფრაქციების დონეზე გაგრძელდება, რომელში მონაწილეობის უფლება ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ ძალას ექნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005 წლის შემდეგ არ განახლებულა.