აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი ფაქტობრივად განადგურებულია.
მისი თქმით, აშშ-მა დააზიანა ან ჩაძირა სულ მცირე 120 ირანული საზღვაო ხომალდი, რის გამოც მისი წყალზედა ფლოტი აღარ წარმოადგენს საფრთხეს მისი წყალქვეშა ნავები კი გაქრა.
ჰეგსეთი ასევე აღნიშნავს, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ირანის მიერ აშშ-ის ძალებზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების რაოდენობა 90%-ით შემცირდა.
„მთელ მსოფლიოს, ახლო აღმოსავლეთს, ჩვენს უმადურ მოკავშირეებს ევროპაში და ჩვენი პრესის ზოგიერთ წარმომადგენელსაც კი მხოლოდ ერთი რამ აქვს სათქმელი პრეზიდენტ ტრამპისთვის: „მადლობა“, - თქვა ჰეგსეთმა.