აფრიკის დასახლებაში ბუნებრივმა აირმა 38 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა.
24 წლის ლევან მაჩაბელი გადაყვანილია მეხუთე საავადმყოფოში და ის მძიმე მდგომარეობაშია.
აფრიკის დასახლებაში ინციდენტი 13:15 წუთზე მოხდა. სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა. როგორც მაშველები აცხადებენ, ამ დროს გარდავლილი აბაზანაში იყო და ბანაობდა. ლევან მაჩაბელი კი ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
შემთხვევის ადგილზე ყველა შესაბამის უწყება მობილიზებულია. ამ წუთებში მიმდინარეობს გამოძიება, თუ რა გახდა 38 წლის თემურ ბიბილურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.