ლავროვის ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ პრობლემებსაც განიხილავენ
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ინდეპენდენტი" იუწყება.
როგორც გამოცემა იუწყება, ბრიტანეთის მთავრობა ლავროვს მოთხოვს ცხინვალისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას. დღევანდელი სტატიის მიხედვით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი დევიდ კამერონი და მთავრობა დაჟინებით ცდილობს აღნიშნულ საკითხზე სამართლიანობის მიღწევას.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეო ლავროვი ლონდონს ვიზიტით დღეს ეწვევა.