საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის აზრით, საქართველო რუსეთ-აშშ-ის "გადატვირთვის" პოლიტიკას არ შეეწირება.
"აშშ ცდილობს ურთიერთობების მოგვარებას რუსეთთან. ზოგიერთები შიშობენ, რომ ობამას მიერ დაწყებული "გადატვირთვის" გამო საქართველო შეიძლება "თანმდევი ზიანის" სიაში აღმოჩნდეს, თუმცა ის უამრავი მაღალი დონის ვიზიტი, ჰილარი კლინტონის და ჯოზეფ ბაიდენის თბილისში სტუმრობის ჩათვლით, გვაფიქრებინებს, რომ საქართველო "გადატვირთვას" არ შეეწირება", - აცხადებს გორდაძე ამერიკის საერთაშორისო სტრატეგიულ ურთიერთობათა ინსტიტუტისთვის (IRIS) მიცემულ ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, პირიქით, თბილისი ამ პროცესიდან გარკვეული სარგებლის მიღებაზეც ფიქრობს.