საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის "არჩევნებს" "ფსევდოდემოკრატიულ პოლიტიკურ" აქტად აფასებს.
"იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში, (საქართველო) განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა განდევნილი იქნა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ფსევდოდემოკრატიული პოლიტიკური აქტით საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთ ცინიკურ მცდელობას", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას ადექვატურად შეაფასოს აღნიშნული უკანონო არჩევნები.
შეგახსენებთ, რომ 12 თებერვალს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულმა მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში "არჩევნები" გამართა.