თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
უწყებამ აღნიშნა, რომ „ყველა საჭირო ზომა მიიღება გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ“.
განცხადების თანახმად, „ინციდენტის ყველა ასპექტის გასარკვევად შესაბამის ქვეყანასთან კონტაქტები მიმდინარეობს“.
„რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენა ყურადღებით კონტროლდება და ფასდება, პრიორიტეტი კი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ენიჭება“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.