დღეს, 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო "იმპერიალში", "ქართული პარტიის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ჩატარდება.
ღონისძიებას დაესწრებიან "ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი, თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე, გენერალური მდივანი კოკა გუნცაძე და პოლიტსაბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი. კონფერენციის დელეგატები აირჩევენ „ქართული პარტიის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელს.
როგორც "ქართულ პარტიაში" აცხადებენ, "ხელისუფლება უკანონო მეთოდებით ცდილობს, ხელი შეუშალოს დამფუძნებელი კონფერენციის ჩატარებას".
"იმერეთის გუბერნატორმა გააფრთხილა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის, აგრეთვე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელები, რომ არ მიექირავებინათ დარბაზი "ქართული პარტიისთვის". მიუხედავად ამისა, პარტიის ლიდერებმა ყველა საჭირო ზომა მიიღეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად", - აცხადებენ პარტიაში.