საქართველოს ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესო სისხლის სამართლის კოდექსი აქვს. ასეთ შეფასებას აკეთებს საქართველოზე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი კეტრინ ნიუკომბი.
უწყების ხელმძღვანელი საქართველოში სამართლებრივი გზით განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია. მისი თქმით, ამერიკის ხელისუფლების პროგრამ "აისიკაპი", რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში სამართლებრივი სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს, საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს.
"საქართველოს შემთხვევაში წარმატებებთან გვაქვს საქმე. ამისთვის ბევრს აკეთებს ქვეყნის მთავრობაც. თუმცა, საქართველოს წარმატება გამოწვეულია იმითაც, რომ დისკუსიებისთვის ღია ატმოსფეროა. აქაც არის გარკვეული გამოწვევები ხელისუფლებისთვის. ჩვენი აზრით, ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოების ჩართულობა სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებულ დისკუსიებში საკმაოდ წარმატებულია. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყანამ განვითარების დიდი გზა გაიარა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს შემიძლია ყველაზე მაღალი შეფასება მივცე ყოფილ საბჭოთა სივრცეში",-განაცხადა ნიუკომბმა.