ემირ კუსტურიცა ნობელის ლაურეატის მიერ დაწერილი რომანის ეკრანიზაციაზე მუშაობას იწყებს. რომანის "ხიდი დრინზე" ეკრანიზება პირველად მოხდება. თავის დროზე ამ რომანის შექმნისთვის ხორვატიელმა მწერალმა ივო ანდრიჩმა ნობელის პრემია მიიღო.
ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ემირ კუსტურიცა იქნება, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით "ჟამი ბოშებისა" და "ანდერგრაუნდი".
ამ ეტაპზე სერბი რეჟისორი ცნობილი მექსიკელი რევოლუციონერის პანჩო უილის შესახებ ფილმის გადასაღებად მუშაობს. ამდენად, სურათის "ხიდი დრინზე" გადაღებები 2012 წლამდე ვერ დაიწყება.