ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს მათ ქვეყნებში "ეგვიპტური რევოლუციის" სცენარის გამეორების საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
"ვლადიმერ პუტინის ადგილას მე არ ვიჯდებოდი ასე მშვიდად კრემლში "КГБ"-იდან ჩემს მეგობრებთან ერთად. მშვიდად ვერ ვიქნებოდი ვერც ჩინეთის ხელმძღვანელის, ხუც იან ტაოსა და იმ რამდენიმე პირის ადგილზე, რომლებიც ქვეყანას მართავენ და 1,3 მილიარდი ადამიანის ბედს განკარგავენ. არც ერთ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ "ცუდი" არაფერი მოხდებოდა", - განაცხადა "რესპუბლიკელმა" სენატორმა.
მისი შეფასებით, აგვიპტური რევოლუციის სცენარის განმეორება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაშია მოსალოდნელი და ამის საშიშროება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ არსებობს.
"ეს არ შემოიფარგლება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით და ეგვიპტეში ხელისუფლების დამხობა სავარაუდოდ, ანალოგიურ მოძრაობებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიწვევს", - განაცხადა მაკკეინმა.